ჩინელმა მილიარდერმა 6 400 თანამშრომელს საფრანგეთში არდადეგები მოუწყო

ჩინელმა მილიარდერმა 6 400 თანამშრომელს საფრანგეთში არდადეგები მოუწყო

ჩინელმა მილიარდერმა, კომპანია "ტიენს ჯგუფის" მფლობელმა ლი ცზინუანმა კომპანიის 6 400 თანამშრომელი საფრანგეთში დასასვენებლად წაიყვანა.

ფრანგული მედიის ცნობით, ლი ცზინუანმა თანამშრომლებისთვის პარიზში 140-მდე სასტუმრო დაჯავშნა, კანსა და მონაკოში 4 და 5-ვარსკვლავიანი 79 სასტუმროს 4 760 ოთახი. ჩინელმა მილიარდერმა თანამშრომლებს ასეთი დღესასწაული კომპანიის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოუწყო. "ტიენს ჯგუფის" თანამშრომლები ორ დღეს პარიზში გაატარებენ, შემდეგ კი ნიცასა და მონაკოს მოსანახულებლად გაემგზავრებიან. 

ფრანგულმა სარკინიგზო კომპანიამ SNCF-მა სპეციალურად "ტიენს ჯგუფის" თანამშრომლების მომსახურებისთვის ნიცაში ორი დამატებითი მატარებელი დანიშნა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს