ძლიერი ქარის გამო შიდა ქართლში დენის გარეშე 25 000 აბონენტია დარჩენილი

ძლიერი ქარის გამო შიდა ქართლში დენის გარეშე 25 000 აბონენტია დარჩენილი

შიდა ქართლის რეგიონში დაახლოებით 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აქედან 14 ათასი აბონენტი - გორის რაიონში, 3 ათასი - ხაშურში, 6 600 - ქარელში და 300 აბონენტი კასპში ცხოვრობს.

"ენერგო პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალში ამბობენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

"უმრავლეს ადგილებში ვითარებას ამინდი ამძიმებს და მიუვალია. დაზიანებულია ტრანსფორმატორები, გადამცემი ხაზები და ბოძები. ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონში დღის ბოლომდე აღდგება" - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში.

გარდა ელექტროენერგიისა, სტიქიამ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს სხვა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქარმა გადახადა საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და მოგლიჯა ხეები. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა