თამარ ჩერგოლეიშვილი: ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა სუსის თანამშრომელი

თამარ ჩერგოლეიშვილი: ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა სუსის თანამშრომელი

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე წერს.

"როგორც გავიგე, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა (თავი მოიკლა, თუ გაუვარდა არ ვიცი) სუსის თანამშრომელი კონსტანტინე სადათიერაშვილი.

ეს ის ადამიანია, რომელმაც მე დამირეკა და გიგა დაკითხვაზე დაიბარა უკრაინულ ვიკილიკსზე დაყრდნობით. ცხადია, არა მისი ინიციატივით.

ახალგაზრდა კაცი იყო, გიგასგან როგორც ვიცი - ზრდილობიანი.

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს