სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა

სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრებ იაკობაძეებს მგელმა 60 სული ცხვარი სადგომში დაუგლიჯა. მაყვალა იაკობაძის თქმით, 60 სულიდან ცოცხალი მხოლოდ 10-ია. მისივე ვარაუდით, მგელი სადგომში ფანჯრიდან გადავიდა.

"ის ათიც დაგლეჯილია. 50 სული დაახრჩო. დაგლეჯილები ჯერ ისევ ბოსელში ყრია, არ გამომიტანია. "სეტკა" იყო გაკეთებული და ის გაგლეჯილი დაგვხვდა. სოფელის შუაგულში ვცხოვრობთ, სახლი ტყესთან ან სადმე განაპირას არ დგას", - ამბობს მაყვალა იაკობაძე.

ცხვრის შესაძენად იაკობაძეებმა ბანკიდან კრედიტი, 4 000 ლარი აიღეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში