გაუსინჯეთ გემო სტამბოლს - რჩევები გურმან ტურისტებს

გაუსინჯეთ გემო სტამბოლს - რჩევები გურმან ტურისტებს

ულამაზეს სტამბოლს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, მათ შორის საქართველოდან.

მათი უმრავლესობა სტანდარტული ტურისტები არიან, "ტურისტულ" ქუჩებზე დადიან, "ტურისტულ" რესტორნებში იკვებებიან და წარმოდგენა არა აქვთ ნამდვილ გასტრონომიულ სტამბოლზე.

გთავაზობთ მოკლე გურმან-ტურს ყველას ვინც სტამბოლის მონახულებას გეგმავთ და გემრიელი კერძების დაგემოვნებას აპირებთ.

1. ეს არც პროდუქტია და არც კერძი. ეს წესია და ასე ჟღერს: სტამბოლის გემოს ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულ მოდურ რესტორნებში ვერ გასინჯავთ! დაუტოვეთ ეს რესტორნები სხვებს, თქვენ კი მიჰყევით პატარა, ვიწრო ქუჩებიდან მომავალ არომატსა და სურნელს. იპოვეთ ადგილები, სადაც იქაურები იკვებებიან - როგორც წესი, იქ ყველაფერი უფრო გემრიელია.

2. ყავა. რა თქმა უნდა თურქული. ეს რიტუალი არ გამოტოვოთ... შეჩერდით სადმე პატარა ყავახანაში, მთავარია, თქვენი türk kahvesi თურქმა მოგიდუღოთ ჯეზვეში.

3. სიმიტი, შემწვარი წაბლი და აირანი. არა, აუცილებელი არ არის ყველაფერი ერთად მიირთვათ. მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია თურქების ყოველდღიურობა. საქმეებზე მიმავალი ენერგიული თურქები გზად ყოველთვის გაიყოლებენ ხოლმე კუნჟუტში ამოვლებულ ფუნთუშას ან 1 პაკეტ შემწვარ წაბლს, რომლის არომატი შემოდგომით მთელ ქალაქს ედება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს