"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"

"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"

პარიზში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სოციალურ ქსლებში ინტერნეტ-მომხმარებელთა გამოხმაურება არ წყდება. ადამიანები ტერაქტის მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს მესამე ქვეყნებში ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ გულგრილობის ფონზე, ფრანგი ხალხის მიმართ მომეტებულ თანაგრძნობას აპროტესტებენ. საფრაგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სწორედ ასეთ ადამიანებს მიმართავს.

"ერთი პატარა რჩევა, თუ ნებას მომცემთ - მოეშვით ამ იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე მსგავს და უარეს ტერაქტებს მესამე ქვეყნებში და თავად სირიაში. საფრანგეთი იმიტომ არ გლოვობს, რომ ვიღაცამ "ფეისბუკის" ავატარად მისი დროშა დააყენოს. როგორმე გადაიტანს ეს ქვეყანა უთქვენობას. ის, რომ თქვენ არ გაგიგიათ რა მოხდა კენიაში რამდენიმე თვის წინ, ან ბეირუთში, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში არავის გაუგია - ეს თქვენს "პროფესიონალ" ტელევიზიებს და მედიას მოკითხეთ, წლების განმავლობაში ორი თემა რომ აქვთ სულ ამოჩემებული და გუშინწინ რომ გამოფხიზლდნენ, ისიც სულ სამი ოთხი დღით... მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ - ადამიანი ყოველთვის თავის ახლობლის ტრაგედიას ტირის იმ დროს, როდესაც ათასობით სხვა ტრაგედია ხდება მსოფლიოში, მეტიც - იმავე ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. საფრანგეთი კი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოსთვის კულტურულად ბევრად ნაცნობი, გასაგები და ახლობელია ვიდრე ახლოაღმოსავლეთის, აფრიკის ან აზიის ქვეყნები.

გარწმუნებთ არც კენიელები და მათი მეზობლები განიცდიან იმას, რაც გუშინწინ საფრანგეთში მოხდა უფრო მეტად ვიდრე საკუთარ ტრაგედიას, რადგან საფრანგეთი მათთვის ნაკლებად გასაგებია, ეს ადამიანის ბუნებაა და ამას ვერ გაექცევი. 

მე სულაც არ ვთვლი სამარცხვინოდ, როდესაც ჩემი და ჩემი შვილების ნათესავები და მეგობრები თბილისიდან განსაკუთრებით შეწუხდნენ და სოლიდარობა გამოგვიცხადეს, რადგან ზუსტად ასე იქცევიან საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი აქაური ახლობლები, ბოლოს წყალდიდობის დროს.. რაგბიშიც კი საქართველოს გულშემატკივრობენ ჩვენი ხათრით. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთი ემოციურობით, ქართველებს რომ გვახასიათებს. თანაგრძნობა ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა, მეტიც - რეფლექსია და არ არის ყველაფრის გასოციალურება და გაპოლიტკორექტულება საჭირო რაღაც მდიდრებისა და ღარიბების დაპირისპირების მარადიული პრეტექსტამდე დაყვანა: როდესაც კალაშნიკოვს გიმიზნებენ, იქ სოციალური აღარაფერია", - წერს პაატა ქურდაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს