გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ტერორისტების თავდასხმისგან ასობით ადამიანი იხსნა

გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ტერორისტების თავდასხმისგან ასობით ადამიანი იხსნა

როცა მსოფლიოს ყურადღება პარიზში მომხდარ თავდასხმებზეა მიპყრობილი, ბევრს შეიძლება გამორჩა ის საშინელი მოვლენები, რაც ბეირუთში განვითარდა ხუთშაბათს.

41 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ლიბანის დედაქალაქის ხალხმრავალ ქუჩაში აფეთქების შედეგად. თუმცა ამ დროს გამოჩნდა გმირი, რომლის საქციელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა...

ადელ ტერმოსი თავის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა, როდესაც პირველი აფეთქების ხმა შემოესმა. ბომბი აფეთქდა და ირგვლივ სასაკლაო გააჩინა. როდესაც მან მეორე ტერორისტი დაინახა, დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიეცა მისთვის საშუალება ბომბი აეფეთქებინა.

ამ სიმამაცემ საბოლოოდ ის შეიწირა, მაგრამ ის გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც მისმა მსხვერპლმა ასობით სიცოცხლე იხსნა. მისი ქალიშვილიც გადაურჩა აფეთქებებს.

ბეირუთში მცხოვრებმა ფიზიკოსმა ელი ფარესმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბევრი ოჯახი ამ მსხვერპლს უნდა უმადლოდეს, რომ კვლავ ერთადაა. სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს ტერმოსის შესახებ და მის გმირობას ხოტბას ასხამს.

მომზადებულია unilad.co.uk-ს მიხედვით.

"მას გააჩნია 100%-იანი ლეტალობა, ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის "ნოვიჩოკით" არ არის მოწამლული" - "ნოვიჩოკის" შემქმნელი

ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

"ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ბოდიშს ვიხდი" - უპრეცედენტო ფაქტი ჩოგბურთის უახლეს ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირიდან მოხსენეს