ავტორი:

"ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ბოდიშს ვიხდი" - უპრეცედენტო ფაქტი ჩოგბურთის უახლეს ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირიდან მოხსენეს

"ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ბოდიშს ვიხდი" - უპრეცედენტო ფაქტი ჩოგბურთის უახლეს ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირიდან მოხსენეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან თამაშის დროს, მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამო ტურნირიდან მოხსნეს.

სერბმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგის მიერ ჩაწოდებული ბურთი ვერ მოიგერია, რის გამოც ჯოკოვიჩმა ჯიბიდან სათადარიგო ბურთი ამოიღო და კედლის მიმართულებით ისროლა. ჩოგბურთელი ბურთს არ უყურებდა, მისი ნასროლი კი გვერდით მსაჯს მოხვდა, ინციდენტს ქაოსი და ჩოგბურთელის დისკვალიფიცირება მოჰყვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი სოციალურ ქსელში ბოდიშს იხდის საზოგადოებისა და დაშავებული ჟიურის წევრის წინაშე.

"მთელი სიტუაცია სამწუხაროა ჩემთვის, ინციდენტის შემდეგ მივედი მსაჯთან და მოვინახულე, მადლობა ღმერთს ის კარგად არის, ძალიან ვწუხვარ, მისთვის ამხელა სტრესის შექმნისთვის, მას მე პირადადაც კიდევ მოვუბოდიშებ",- ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ვრცელი დისკუსიის შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორებმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი მატჩიდან მოხსნეს, ასევე ჯოკოვიჩი ინციდენტის გამო, ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებულ ყველა ქულას და ტურნირში მოგებულ თანხას დაკარგავს.

"დისკვალიფიკაციის გამო ახლა უკან დაბრუნება და ამ იმედგაცრუებაზე ფიქრი მჭირდება, ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ბოდიშს ვუხდი აშშ-ს ღია პირველობას და მთელს ასოციაციას, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, გუნდისა და ფანების, რომლებიც გვერდში მიდგანან", - ნოვაკ ჯოკოვიჩი.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტურნირიდან გამოგდებამ საზოგადოებას იმედები გაუცურა.

ავტორი: ელენე მეტრეველი

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

Der Spiegel : ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი უკვე შეუძლია

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო