როგორები არიან დღეს და რას საქმიანობენ ცნობილი რომეო და ჯულიეტა

როგორები არიან დღეს და რას საქმიანობენ ცნობილი რომეო და ჯულიეტა

შექსპირის უკვდავი ტრაგედიის ეკრანიზება არაერთ რეჟისორს უცდია, თუმცა მხოლოდ იტალიელმა ფრანკო ძეფირელიმ მოახერხა, ლამის ისეთივე შედევრად ექცია საკუთარი ფილმი, როგორიც თვით პიესა იყო. გარდა ნინო როტას საოცარი მუსიკისა, დეკორაციებისა და მთელი სამსახიობო ანსამბლისა, ფილმის მთავარი ხიბლი სწორედ ეს წყვილი იყო - გენიალურად შერჩეული რომეო და ჯულიეტა. ოლივია ჰასისა და ლეონარდ უაიტინგისთვის ეს როლები ცხოვრებისეულ როლებად იქცა, ამის მერე არაერთი პერსონაჟი განუსახიერებიათ, მაგრამ საბოლოოდ დარჩნენ უკვდავ შეყვარებულებად.

სხვათა შორის, ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში სტიქიურად ქორწინდებოდნენ ახალგაზრდა წყვილები, სკოლის მერხებიდან იპარებოდნენ და უფრო მეტიც - რამდენიმე წყვილს თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

ჯულიეტას როლის შემსრულებელი ოლივია ჰასი 16 წლის იყო, როცა ძეფირელიმ როლზე აარჩია. ამ ფილმის შემდეგ რეჟისორმა მას ღვთისმშობლის როლიც ანდო სურათში "იესო ნაზარეველი". შემდეგ იყო ასევე საკმაოდ ცნობილი პერსონაჟი - დედა ტერეზას როლი ბიოგრაფიულ ფილმში. 2014 წელს კი "რომეოსთან", ლეონარდ უაიტინგთან ისევ დააწყვილეს სურათში "სოციალური თვითმკვლელობა".

ამ ფილმში მოთხრობილია, როგორ შეიძლება განვითარებულიყო რომეოსა და ჯულიეტას ამბავი იუთუბის ეპოქაში. სურათში წყვილი ჯულიეტას მშობლების როლებს განასახიერებს. ჯულიეტას როლს კი თავად ოლივიას ქალიშვილი, ინდია ეისლი ასახიერებს.

იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს