მიტოვებული მეჩეთის ერთადერთი მომვლელი ქრისტიანი ქალი

 მიტოვებული მეჩეთის ერთადერთი მომვლელი ქრისტიანი ქალი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში მდებარე უმოქმედო მეჩეთს წლებია, სოფელში მცხოვრები ქრისტიანი მედიკო გელაშვილი უვლის. ქალბატონი ამბობს, რომ შენობას ყოველწლიურად ბზარები ემატება:

"შეგეცოდება ისეთ დღეშია. განსაკუთრებით უკანა მხარეა დაზიანებული. ბავშვებს აღარ ვუშვებთ. მერე რა, რომ მეჩეთია, რა მნიშვნელობა აქვს "ალაჰს" იტყვი, თუ "ღმერთო მიშველეს", ღმერთი ერთია", - ამბობს მედიკო გელაშვილი.

მისივე თქმით, სოფელში მუსლიმი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა, მეჩეთს დასათვალიერებლად ხშირად სტუმრობენ: "ზაფხულში დღე არ გავა, ვინმე არ მოვიდეს. მოჰყავთ მოხუცი ბებიები, პაპები და ათვალიერებენ".

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა