როგორ შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური კბილის პასტა და რომელი მათგანია კბილებისთვის მავნებელი

როგორ შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური კბილის პასტა და რომელი მათგანია კბილებისთვის მავნებელი

პროდუქციის კვლევის რუსულმა სააგენტომ ჩაატარა კბილის პასტების ექსპერტიზა. ლაბორატორიაში მთელი რიგი ექსპერიმენტები ჩატარდა იმის გასარკვევად, რომელი კბილის პასტები შეიძლებოდა ყოფილიყო კბილისთვის სახიფათო.

ჩატარდა ქიმიური ანალიზები და ქაფის ექსპერიმენტი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაც უფრო მეტ ქაფს წარმოქმნის პასტა, მით უფრო მეტ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.

”ყველა პასტა უსაფრთხოა, თითქმის ყველა ერთნაირი გამასუფთავებელი თვისებით გამოირჩევა და განსხვავება ძირითადად ფტორის შემცველობაშია. ზოგს ის ზუსტად შეესაბამება, ზოგს - ნაკლებად”, - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ანდრეი მოსოვმა.

მომხმარებლებს ურჩევენ, შეიძინონ ფტორის შემცველი კბილის პასტები, რადგან ეს ელემენტი დეფიციტშია. თანამედროვე ძვირიანი პასტები ამატებენ ფიდროქსიპატიტს, როგორც ელემენტს, რომელიც მგრძნობელობას ამცირებს და ამაგრებს კბილის ემალს. არ არის რეკომენდირებული მათეთრებელი პასტის ხშირი გამოყენება. მას შეუძლია კბილის ემალი დააზიანოს.

საბავშვო კბილის პასტები შეიცავენ მინიმალურ მყარ ნაწილაკებს, არ შეიცავენ ფტორს და აქტიურ კომპონენტებს. ეს იმიტომ, რომ ბავშვები ხშირად ყლაპავენ კბილის პასტას.

სტომატოლოგები ბავშვებსაც და დიდებსაც ურჩევენ, რომ კბილები ორი-სამი წუთი იხეხონ წრიული და სწორი მოძრაობებით. დიდ როლს თამაშობს კბილების გასუფთავებაში კბილის ჯაგრისი. ჯობს აირჩიოთ საშუალო სირბილის ჯაგრისი. რბილი რეკომენდირებულია თუ ღრძილები გაწუხებთ, ბრეკეტებს ატარებთ ან პროთეზს.

მომზადებულია m24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს