ძველ ბერძნულ ქალაქში 2000 წლის წინანდელი მოზაიკები აღმოაჩინეს

ძველ ბერძნულ ქალაქში 2000 წლის წინანდელი მოზაიკები აღმოაჩინეს

ძველ ბერძნულ ქალაქ ზიუგმაში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთეს - ეს არის ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში შექმნილი და საოცრად კარგად შემონახული ულამაზესი მოზაიკები.

კონკრეტული ადგილი საერთაშორისო არქეოლოგთა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი დატბორვის საშიშროება გაჩნდა წყალსაცავის აშენების გამო.

როდესაც ანკარას უნივერსიტეტის პროფესორმა კუტალმის გიორკაიმ და მისმა არქეოლოგთა ჯგუფმა გათხრები დაიწყეს, მათ კარგად შენახული მოზაიკები აღმოაჩნეს, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არ დაუკარგავს ფერები.

”ჯერ კიდევ ბევრი გაუთხრელი ადგილი დაგვრჩა. აქ არის ქვით ნაშენი სახლები. ერთ-ერთ ასეთ სახლში ექვსი დიდი მოზაიკა აღმოვაჩინეთ.

ძველ საბერძნეთში ხალხი მოზაიკებს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გამოსახულებით, სახლების გასალამაზებლად იყენებდა", - ამბობს მეცნიერი. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს