"ეს ჩემისები წიწვებიდანაც კი იღებენ წამალს თურმე, ოღონდ გაბრუვდნენ!" - პრობლემა, რომელიც სამკურნალო მედიკამენტის შეძენისას შეიძლება შეგექმნათ

"ეს ჩემისები წიწვებიდანაც კი იღებენ წამალს თურმე, ოღონდ გაბრუვდნენ!" - პრობლემა, რომელიც სამკურნალო მედიკამენტის შეძენისას შეიძლება შეგექმნათ

"ქართველი ნარკომანების გადამკიდე აქ აკრძალულია ყველაფერი, რაც ესენგეს ქვეყნებშიც კი დაშვებულია ჩვეულებრივ ქსელში", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია.

ცოტნე ჯანმრთელობის პრობლემას უჩივის და საქართველოში მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ საუბრობს.

"საზიზღარი ქრონიკული გლანდების ანთება მაქვს, ტონზილიტი... მთელი ყელყურცხვირი და თვალებიც კი მომიწამლა! წელს - რაღაც განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს.

ექიმთან ვიყავი დღეს. ქირურგმა პატიოსნად მითხრა: ამ ასაკში რეაბილიტაცია საშინლად მძიმე იქნებაო. ორი კვირა - ყოველგვარი აქტივობა უნდა შეზღუდო და მწვავე ტკივილებს უნდა გაუძლოო. მისი კომპეტენცია ეჭვგარეშეა.

საქმე კი ისაა, რომ კოდეინის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები (კოდეინი, ტრამალი) აკრძალულ ნივთიერებათა სიაშია და ან საოპერაციო ბლოკში, ან - პალიატიურ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მომაკვდავ ავადმყოფებისათვის არის ნებადართული! ამ შობელძაღლი ქართველი ნარკომანების გადამკიდე აქ აკრძალულია ყველაფერი, რაც ესენგეს ქვეყნებშიც კი დაშვებულია ჩვეულებრივ ქსელში.

მოკლედ, ქართველმა ერმა მისი გენია მხოლოდ "ბიტავაია ხიმიაში" გამოავლინა. ეს ჩემისები წიწვებიდანაც კი იღებენ მედიკამენტს თურმე, ოღონდ გაბრუვდენ! ფუ, ბლ...

ლიბერალოზაცია უნდათ კიდევ!", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს