წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, ოლურის უბანში მგლები გამოჩნდნენ. რაიონის გამგებლის ინფორმაციით, რამდენიმე მტაცებელმა დღეს დილით 4 მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა.
რაიონის გამგებელ გოგა გულორდავას თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება "სამონადირეო ჯგუფი", რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად საკითხს შეისწავლის, რის შემდეგაც აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდება.
წყარო: radioatinati.ge