მსოფლიო სენსაციურმა სიახლემ მოიცვა: აყვავდა უდუმბარა, რომელიც 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავის.
ბუდისტების რწმენით, ბოლოს ის ბუდას დაბადების წინ ყვაოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე კი მის ყვავილობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდებიან. ამბობენ, რომ მისი ყვავილობა ბრძენის ან განსაკუთრებული ცოდნითა და უნარებით დაჯილდოვებული ადამიანის დაბადებას მოასწავებს.
ამ პაწაწინა, არომატულ ყვავილს უთხელესი, მაგრამ მყარი ღერო აქვს. ის დიდხანს ყვავის და უშვებს არომატს. თავად სიტყვა "უდუმბარა" სანსკრიტის ენაზე ნიშნავს "ყვავილი ციდან".
უდუმბარა პირველად 1997 წელს სამხრეთ კორეის ტაძარში, ბუდას ქანდაკებაზე აღმოაჩინეს. 2010 წელს კი ჩინურმა მედია საშუალებებმა მსოფლიოს ამცნეს მისი ყვავილობა და მას ციური ყვავილი უწოდეს. ეს ფაქტი გასაოცარია მით უფრო, რომ ჩინური ხელისუფლება - კომუნისტური პარტია ათეიზმის თეორიას იზიარებს და დედამიწაზე დიდი სულიერი ლიდერის გამოჩენის წინასწარმეტყველება ჩინური მედიის მხრიდან წაროუდგენელი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მალევე ყველა სტატია ამ თემაზე ოფიციალური საიტებიდან წაიშალა, თუმცა, ხალხმა მაინც მოასწრო ინფორმაციას გაცნობოდა.
ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა "წმინდა მეფის" მოსვლასა და გაბატონებას მოასწავებს. ის ყველა რელიგიის მიმდევარს დიდსულოვნად მიიღებს და ხსნას შესთავაზებს.