რუსი მეცნიერების განცხადებით, დედამიწაზე მალე 30 წლიანი ყინვიანი პერიოდი დადგება

რუსი მეცნიერების განცხადებით, დედამიწაზე მალე 30 წლიანი ყინვიანი პერიოდი დადგება

რამდენიმე წელიწადში დედამიწაზე დადგება ყინვის ციკლი, რომელიც 30 წელს გასტანს. ინფორმაციას Комсомольская правда ავრცელებს.

ტუმენსკის სამეცნიერო ცენტრის აკადემიკოსმა ვლადიმირ მელნიკოვმა განაცხადა, რომ საშუალო ტემპერატურა ორნახევარი გრადუსით დაიწევს, - იუწყება გამოცემა.

"ტემპერატურის ვარდნა არ აისახება დედამიწის მცხოვრებლების ჯანმრთელობაზე. ეს ყინვიანი პერიოდი მოკლე ციკლია და არ არის გამყინვარების პერიოდი, რომელიც ძველად ხდებოდა", - განუცხადა მელნიკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მეცნიერმა აღნიშნა, რომ აცივება დიდი ალბათობით, გლობალურ დათბობაზე გავლენას არ იქონიებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს