ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ

ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო. გათხრების შედეგად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უცნობი ნაგებობები, რათა მოგვიანებით ბაღის რეკონსტრუქციისას არ მოხდეს მისი დაზიანება. სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გათხრებს არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე სპეციალისტები ბაღის მარცხენა ფლანგზე არსებული ნანგრევების შესწავლით არიან დაკავებული, რომელიც შესაძლოა ჯვარედინა სასახლე აღმოჩნდეს.

"გათხრისას ნელ-ნელა იკვეთება რაღაც კონტურები, იკვეთება სვეტის ძირები, იკვეთება იატაკი. ამ შენობის დანიშნულება და აგების დრო ჯერჯერობით არ ვიცით. იყო წინასწარ ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს ის ჯვარედინა სასახლე, რომელიც იხსენიება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სადაც დადიანებს სტუმრად მიუღიათ მარი ბროსე და აღდგომას ღამე აქ გაუთენებიათ. შემორჩენილია ამ ჯვარედინა სასახლის ნახატი, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს შენობის ნანგრევები იმას, ჯერჯერობით არ ვიცით", - განაცხადა რევაზ პაპუაშვილმა.

გათხრების პროცესში ჩართულია ექვსი სპეციალისტი და შვიდი დამხმარე მუშა. არქეოლოგის განმარტებით, სამუშაოები ერთი თვე უნდა გაგრძელდეს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ნანგრევები გამოჩნდება ბაღის ტერიტორიაზე.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა