ყველაზე მსუქანი ქალი თხოვდება

ყველაზე მსუქანი ქალი თხოვდება

33 წლის სიუზენ ემანი 343 კილოგრამს იწონის. ის ოცნებობს, "მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე მსუქანი ქალის სტატუსი" მიიღოს. ამაში 35 წლის საქმრო პარკერ კლარკი ეხმარება, რომელიც შეფ-მზარეულად მუშაობს.

სიუზენი ამჟამად 3,5 ცენტნერს უახლოვდება. წყვილმა ერთმანეთი გასულ წელს ინტერნეტში გაიცნო და ვნებიანი შინაარსის მიმოწერის შემდეგ, გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ. პარკერი უკვე რამდენიმე თვეა სიუზენთან და მის შვილებთან - 17 წლის გებრიელთან და 13 წლის ბრენდონთან ერთად ცხოვრობს, რომელთაც ნორმალური წონა აქვთ.

”ჩვენი კავშირი შეიძლება იდეალურ კავშირად ჩაითვალოს. მე ჭამა მიყვარს, პარკერს კი საჭმლის მომზადება. მე ძველებურად ვოცნებობ, ყველაზე მსუქანი ქალი გავხდე დედამიწაზე და ის ამაში ძალიან მეხმარება. მას დიდი ქალები მოსწონს”, - განაცხადა სიუზენმა.

ამასთან, კლარკი სახლში საქმის უმეტეს ნაწილს აკეთებს, საცოლესთან ერთად სეირნობს, აბანავებს და ეხმარება ყველაფრის გაკეთებაში, რისი კეთებაც წონის გამო ქალს უჭირს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს