"ვულოცავ ამ კაცს და მის ოჯახს, უამრავი ადამიანის მარტოობა დაამარცხა თავისი გამოგონებით"

"ვულოცავ ამ კაცს და მის ოჯახს, უამრავი ადამიანის მარტოობა დაამარცხა თავისი გამოგონებით"

"ფეისბუქის" შემქმნელს, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს პრისცილა ჩანს 1 დეკემბერს ქალიშვილი შეეძინათ. ეს წყვილის პირველი შვილია და მას მაქსი დაარქვეს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წყვილს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ულოცავს.

"ვულოცავ ამ კაცს და მის ოჯახს, უამრავი ადამიანის მარტოობა დაამარცხა თავისი გამოგონებით, ერთად შეყარნა ვარსკვლავი და ციცინათელა, "მაღალი" და "დაბალი" და ერთგვარად გააერთიანა, გაათანაბრა სამყარო, უამრავი ადამიანი დააკავშირა და დაამეგობრა, სხვა დროს რომ ვერასოდეს გადაიკვეთებოდნენ. ბედნიერებას ვუსურვებ და კიდევ ბევრის ქმნას, ბევრის და ძალიან სასარგებლოსი. მაგარია, როცა იბადები სუპერძალით, ძლიერი ინტელექტით. უფლებაც არა აქვს, რომ არ აკეთოს მეტი და მეტი. გვარის სემანტიკაც სიკეთისკენ და სიტკბოსკენ მიმართული აქვს, ცუკერბერგი - შაქრის მთა <3.

შვილის დაბადების გამო სამყაროს მიმართ მადლიერება უკვე გამოხატა წყვილმა და გადაწყვიტა: "რომ Facebook-ის წილების 99%, რაც დაახლოებით $45 მილიარდია, ქველმოქმედებაში ჩადოს. კერძოდ, ჩან ცუკერბერგის ინიციატივა იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც "მომდევნო თაობაში ყველა ბავშვის თანასწორობას და ადამიანური პოტენციალის განვითარებას" შეუწყობს ხელს", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს