როგორ ეხმაურებიან მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას "ფეისბუქში"

2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

ახალ ამბავს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

გია როინიშვილი:

სახ.ავტო. ინსპექცია!. ხაზინაა შესავსები:)

იუნა შაფათავა:

ამაზე უფრო იდიოტობა ვერ მოიფიქრეს? ყველა არღვევს და ვინც არღვევს იმას არ აჯარიმებენ. არჩევითია, როგრც ყველფეტი ამ ქვეყანაში. ტარების მოწმობას ნუ აძლევენ ყველა იდიოტს მერე რომ სხვები არ დატანჯონ совсем обалдели

დავით კოვზირიძე (მძიმე კაცი):

დახვრეტა როდიდან იქნება?

გოგი გვახარია:

აუ, სამი ნახვრეტი რომ იყო სსრკს დროს, ის აღდგა:)))))) მე საერთოდ არ ვარღვევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ვიზარალებთ ისინი, ვინც არ ვარღვევთ:)

ნანუკა ჟორჟოლიანი:

თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!

იხილეთ ასევე:  1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს