როგორ გამოიყურება ჩვენი ხელები ქუჩაში გასვლის შემდეგ

როგორ გამოიყურება ჩვენი ხელები ქუჩაში გასვლის შემდეგ

ტაშა სთარნი კალიფორნიის კაბრილოს კოლეჯის ტექნიკურ ლაბორატორიაში მუშაობს. მან გადაწყვიტა სურათების დახმარებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ხელებზე არსებული მიკრობების სურათები.

ამის სადემონსტრაციოდ საშამ საკუთარი 8 წლის შვილი "გამოიყენა". წარმოგიდგენთ მიკრობების სურათებს, რომლებიც ჩვენს ხელებზე ქუჩაში გასვლის შემდეგ იბუდებს.

იხილეთ გალერეა

როდის არის აუცილებელი ხელების საპნით დაბანა

თავს უფლება მივეცით, ყველას (და პირველ რიგში, საკუთარ თავს) შევახსენოთ, რომ აუცილებელია ხელების დაბანა ხშირ-ხშირად და თითოეული დაბანისას საპონი ორჯერ უნდა წაისვათ.

ხელების საპნით დაბანა აუცილებელია:

* ჭამამდე;

* სამსახურიდან ან სეირნობიდან სახლში დაბრუნებისას;

* განსაკუთრებული ყურადღება გვინდა მივაქციოთ ხელების საპნით დაბანას საპირფარეშოში შესვლის შემდეგ – მაშინაც კი, თუკი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ დაგიკმაყოფილებიათ. რატომ? – იმიტომ, რომ კარს, ონკანს, პირსაბანს, სადაც უამრავი ნაწლავური ინფექციისა თუ პარაზიტის კვერცხი ბუდობს, ნებსით და უნებლიეთ, უკვე შეეხეთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, დაიკმაყოფილეთ თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აუცილებლად გესაჭიროებათ ხელების დაბანა, თანაც - საპნით;

* ფრჩხილები დაიჭერით ძირში, რადგან იქ ადვილად იბუდებს პარაზიტების კვერცხები;

* შვილებს პატარაობიდანვე შეასწავლეთ პირადი ჰიგიენის ელემენტარული, მაგრამ ბევრისთვის დავიწყებული წესები;

* გადააჩვიეთ პატარები ხელებისა და სათამაშოების პირში ჩადებას;

ამ წესების მკაცრი დაცვა თავიდან აგაცილებთ ორალურ-ფეკალური გზით გადამდებ დაავადებებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს