ჯადოსნური საქორწინო ფოტოები

ჯადოსნური საქორწინო ფოტოები

ქორწილის ფოტოგრაფები ისეთ მოგონებებს აღბეჭდავენ, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. დაწყებული წყვილის პირველი კოცნით, დამთავრებული პირველი საზეიმო ცეკვით, პროფესიონალი ფოტოგრაფები ემოციების ფირზე სრული სიცხადით გადატანას ახერხებენ. ფოტოებს მიღმა არსებული ისტორიები კი ამ ფოტოებს კიდევ უფრო ალამაზებს. წარმოგიდგენთ ფოტოგრაფების მიერ გაზიარებულ მაგიურ ისტორიებს.

”ეს ფოტო მარიას და მარიოს ქორწილში გადავიღე. იანი, მათი შვილი მამასთან მივიდა, სკამზე აძვრა და ცდილობდა მისთვის ეკოცნა ცერემონიის დროს. თითქმის ყველა სტუმარმა ტირილი დაიწყო ამ სცენის შემხედვარე”.

”მე ყოველთვის ვითხოვ ხოლმე, რომ დავესწრო ქორწილის ყველა ასპექტს, მათ შორის მგზავრობას და მიღებას. არასოდეს იცი, როგორ ჯადოსნურ მომენტს დაიჭერ ასეთ დროს. კეროლაინი მამამისის დაწერილ წერილს კითხულობდა, როდესაც ორივენი ქორწილის ცერემონიაზე მიდიოდნენ. წერილში მამა თავის სიყვარულსა და სიამაყეს გამოხატავდა. მამამ უცებ ტირილი დაიწყო, რამაც კეროლაინიც აატირა. ”მამა, თუ ასე გააგრძელებ მაკიაჟს გამინადგურებ”, - უთხრა კეროლაინმა და მამა-შვილს სიცილი აუტყდა.”

”ამ ფოტოს მეორე მხარეს პატარძლის მამა თავის ქალიშვილს და სიძეს ესაუბრება. ის ყვება, როგორ ჩავიდნენ ის და მისი ცოლი ვენესუელიდან ამერიკაში უკეთესი ცხოვრების საძებნელად. როგორ იბრძოდნენ და ზრდიდნენ ორ შვილს ღირსეულ ამერიკელებად. ახლა კი ის აქ დგას, იტალიურ ეზოში ზაფხულის იდეალურ დღეს და შვილის ქორწილს ესწრება. ირგვლივ ყველა სტუმარი ცრემლიანი თვალებით უსმენდა მამის სადღეგრძელოს.”

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს