მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მძღოლები აპროტესტებენ. აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს ქუთაისელ ავტოინჟინერ ვახტანგ დვალიშვილს. პროფესიით არქიტექტორმა ავტოინჟინრობა წლების წინ შეისწავლა და ქართული ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა. მის აწყობილ ავტომობილს საჭე შუაში აქვს.
როგორც დვალიშვილი ამბობს, ავტომობილის ძრავის ტექნიკური მახასიათებელი "ჟიგულის" ანალოგზე ააწყო, მოდელს კი შვილის სახელი "მარი" უწოდა. 1975 და 1985 წლებში ქუთაისში აწყობილი ავტომობილებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა უკვე მოასწრო.
"პირველი ავტომობილი სახლში, პირდაპირ ოთახში ავაწყვე. შემდეგ ფანჯრიდან გადმოვიტანე. მეორე მოდელი 1985 წელს ავაწყვე. ეს მანქანები წლების მანძილზე კორპუსის ეზოში მყავდა დაყენებული, ახლა კი მისი აღდგენა გადავწყვიტე", - ამბობს ვახტანგ დვალიშვილი.
წყარო: topnews.com.ge