ხულოს მუნიციპალიტეტის მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი 7 ადამიანის ნათესავები დახმარებას ითხოვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრებმა მერაბ ართმელაძემ განუცხადა, ხუთი დღის წინ ხულოს მთებში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზე ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც სოფლიდან შვიდი ადამიანი წავიდა. მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ და დახმარებას სამაშველო სამსახურს სთხოვენ.
"ხულოს მთებში, ზორტიყელში, ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც ჭახაურიდან 7 კაცი წავიდა. ოთხშაბათს წავიდნენ და ამინდიც გაუარესდა. მეხუთე დღეა იქ არიან ჩარჩენილები, უკვე კონტაქტზეც ვერ გამოდიან. არანაირი ინფორმაცია მათგან დღეს აღარ მიგვიღია. გუშინ სამაშველო სამსახურსაც დაუკავშირდნენ", - აღნიშნა მერაბ ართმელაძემ.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება