სამარშრუტო ტაქსიში, საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, მძღოლმა თვალი დაკარგა: "ორმა ახალგაზრდა ბიჭმა ასაფეთქებელი ესროლა"

სამარშრუტო ტაქსიში, საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, მძღოლმა თვალი დაკარგა: "ორმა ახალგაზრდა ბიჭმა ასაფეთქებელი ესროლა"

სამარშრუტო ტაქსიში, საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაშავდა. ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელმა მომხმარებელმა გუშინ სტატუსი გამოაქვეყნა:

"ძალიან გთხოვთ გააზიარეთ! იქნებ მივიდეს იდიოტ ადრესატამდე!!!!

დღეს დედაჩემს მარშუტკით მგზავრობის დროს შეემთხვა შემდეგი: ორმა ახალგაზრდა ბიჭმა( 22 23 წლის იდიოტებმა) გააჩერეს ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან 198 ნომერი მარშუტკა, ერთმა იკითხა საბურთალომდე თუ მიდისო და მეორემ მძღოლს ასაფეთქებელი ესროლა! მძღოლმა ერთი მოიგერია და მეორე სახესთან აუფეთქდა!!!

დაკარგა თვალი და დაუზიანდა ლოყა!!! დეგენერატები გაიქცნენ!! პოლიციამ კვალი ვერ აიღო. სავარაუდოდ ცალთვალა მძღოლს აღარ ამუშავებენ და მეშენგეტყვი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ რამე აუნაზღაურონ. ისე ვწუხვარ რომ ესეთი კრეტინები არსებობენ!!" - ნათქვამია სტატუსში.

AMBEBI.GE დეტალების გარკვევას ცდილობს.

იხილეთ ასევე|სამარშრუტო ტაქსიში, საახალწლო შუშხუნის აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს