დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ბავშვების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ბავშვების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ორი მოზარდის გარდაცვალების ფაქტებზე მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავარაუდოდ ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მდგომარეობა გართულდა, მინისტრმა ფაქტის შესწავლა საექიმო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაავალა.

"ეს საკითხი იმ მონაკვეთში შესწავლილია და ახლა გადის ბოლო ექსპერტიზას. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევას, საქმე დოკუმენტების დონეზეა შესწავლილი და როგორც კი ექსპერტიზა დასრულდება, სრული სურათი გვექნება", - აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, რაც შეეხება ახლახან ჩუტყვავილას გართულებით ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, მოკვლევა დაწყებულია და მისი შესწავლა დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში მოხდება.

რამდენიმე დღის წინ 8 წლის მერაბ (ბუკა) ნიკურაძე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარში იაშვილის კლინიკის ექიმს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ლეიკემიაზე ექიმი მოზარდს არასწორად მკურნალობდა.

რამდენიმე დღის წინ ასევე 3 წლისა და 7 თვის ბავშვი ჩუტყვავილას გართულებით დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე|3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია