"ცალ ყურში რომ შეუშვეს და მეორეში გაატარეს ჩემს მიერ მიწოდებული სერიოზული ამბავი საკუთარ თავს მოჰკითხოს" - ელისაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებას პასუხობს

"ცალ ყურში რომ შეუშვეს და მეორეში გაატარეს ჩემს მიერ მიწოდებული სერიოზული ამბავი საკუთარ თავს მოჰკითხოს" - ელისაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებას პასუხობს

რადენიმე დღის წინ, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთ დეპუტატს ასობით ათასი დოლარი ჰქონდა აღებული კონკრეტული პატიმრების შეწყალებისთვის. ელისაშვილის თქმით, მან ეს ინფორმაცია მიაწოდა მთავარ პროკურორს ბადაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თავად პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას "სრული სიცრუე" უწოდა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, თუმცა შეწყალების საკითხებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებას ელისაშვილი "ფეისბუქ" სტატუსით ეხმაურება:

"ეს ტიპი არის უტიფარი მატყუარა ! დღეს ვიყავი პროკურატურაში, მივეცი ჩვენება, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის ძიება, უნდა დაიკითხონ სხვა მოწმეებიც. რაც შეეხება ამ გაქუცულ თაღლითს - ხვდება რომ თუ დაადასტურებს რომ მართალი ვარ მაშინ ამ ვაჟბატონის და მისი უფროსის, ბადაშვილის წინააღმდეგ უნდა აღიძრას ახალი საქმე - სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით. ამიტომაც თავისი ეწვის.

ჰოდა, ეწვოდეს, ცალ ყურში რომ შეუშვეს და მეორეში გაატარეს ჩემს მიერ მიწოდებული ძალიან სერიოზული ამბავი საკუთარ თავს მოჰკითხოს", - წერს ელისაშვილი.

მთავარი პროკურორის მოადგილე ალეკო ელისაშვილის განცხადებას "სრულ სიცრუეს" უწოდებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს