ცხოვრება ხშირად დაუნდობელია. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებს ვგულისხმობთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, როდესაც ბავშვები იტანჯებიან. საზარელი ფაქტი დაფიქსირდა 1988 წელს - სამ ტყუპ გოგონას, ტრეის, ჯორდანს და ჩანდრას, მშვიდად ეძინათ ბავშვების ოთახში, როდესაც სახლს ხანძარი გაუჩნდა.
სამწუხაროდ, ამ ხანძარმა გოგონების ცხოვრებაში არა მარტო მორალური, ფიზიკური ტრავმაც დატოვა. პირველ რიგში, ამ ხანძარმა იმსხვერპლა მათი დედა და მეორეც, გოგონებმა სერიოზული დამწვრობა მიიღეს, განსაკუთრებით კი სახეზე. ბავშვები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მამამ გადაარჩინა, მოასწრო მათი ოთახიდან გაყვანა.
გოგონებს რამდენიმე თვის განმავლობაში, საავადმყოფოში მოუწიათ ყოფნა. ვერც გრძელსახელოიანი ტანსაცმელი და ვერც მაკიაჟი ფარავდა მათ იარებს...