10 პატარა საიდუმლო წინასაახალწლო გენერალური დალაგებისთვის

10 პატარა საიდუმლო წინასაახალწლო გენერალური დალაგებისთვის

ყველას სურს, რომ სახლში სისუფთავე იყოს, მაგრამ იდეალური წესრიგისა და დალაგებისთვის ხშირად არც დრო და არც ენერგია გვყოფნის. რა მოვიმოქმედოთ? ეცადეთ, გამოიყენოთ ეს შესანიშნავი, მარტივი და ეფექტური რჩევები.

1. ჩაიდანი

  • დღეიდან არ დაგჭირდებათ ჩაიდნის შიგნიდან გარეცხვა.
  • შეურიეთ 6%-იანი ძმარი წყალს, ჩაასხით ჩაიდანში და აადუღეთ.
  • მზად არის!

2. აირღუმელი

  • შეურიეთ სოდა, ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი. მასა სქელი ფაფისმაგვარი უნდა გახდეს.
  • წაუსვით მასა აირღუმელის შიდა ზედაპირს, დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ.

3. მტვერსასრუტით დალაგება

  • მტვერსასრუტით დალაგება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, ჰაერი კი არომატული, მტვერსასრუტში ვანილი ჩაყარეთ (მოხსენით შლანგი და არომატიზატორი ნასვრეტში ჩაყარეთ).

4. მიკროტალღური ღუმელი

  • მიკროტალღური ღუმელის იოლად გასაწმენდად, თერმოგამძლე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი.
  • გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შიგნიდან გაწმინდეთ.

5. უსიამოვნო სუნი

  • ნებისმიერი უსიამოვნო სუნის მოცილება შესაძლებელია ძმრის მეშვეობით. ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი პულველიზატორში, ჩაამატეთ წყალი, მოასხით ზედაპირს და შემდეგ გაწმინდეთ.
  • როდესაც ძმარი აორთქლდება, უსიამოვნო სუნსაც თან გაიყოლებს. ამ საშუალებით მიკროტალღური ღუმელის, აირღუმელისა და მაცივრის დეზინფექციაც შეიძლება იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს