ანაფორიანი მთვრალი მძღოლი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

ანაფორიანი მთვრალი მძღოლი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლს ანაფორა ეცვა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ჯვარი არ ეკეთა. მძღოლი ნასვამი იყო და მართვის მოწმობა არ ქონდა.

ანაფორიანი მძღოლი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა და მანქანას არ ატანდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული წარმოება 116-ე მუხლის მე-8 პრიმა მუხლით დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მძღოლი სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ მძღოლი პატრულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

იხილეთ ვრცლად

qartli.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა