ამ ბოლო პერიოდში მედიცინამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. კაცობრიობამ ისწავლა უამრავ საშიშ დაავადებასთან ბრძოლა, ხოლო თანამედროვე ქირურგიამ - საოცრებების მოხდენა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაკონტროლოთ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოვლენები. ექიმიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა. ჩვენი ამბის გმირმა ეჭვი შეიტანა ექიმის დიაგნოზში.
ინგლისელი ამანდა დევისი მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. არანაირი ცვლილება ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გამოეპარება მხედველობიდან.
ერთხელ შეამჩნია, რომ მის 2 წლის გოგონას რაღაც აწუხებდა. ნაკლებად მოძრავი გახდა და თავის ტკივილები დაეწყო. დედამ ბავშვი პოლიკლინიკაში წაიყვანა.
გასინჯვის დროს პედიატრმა განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. უთხრა, რომ ბავშვს შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია ჰქონდა. სამედიცინო ტერმინოლოგიით - სახსრების ჰიპერმობილობის სინდრომი. ისიც აუხსნა, რომ ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. დიაგნოზის მოსმენის შემდეგ ამანდა სკეპტიკურად განეწყო.