7 მცენარე, რომელიც ზამთარში გაციებისგან დაგვიცავს

7 მცენარე, რომელიც ზამთარში გაციებისგან დაგვიცავს

ზამთარი ასოცირდება არა მარტო საშობაო დღესასწაულთან, არამედ გაციებასთან, ხველასთან, სურდოსთან და სხვა მსგავს უსიამოვნებასთან. საოცარია, მაგრამ მარტივი და ნაცნობი მცენარე გაციებასთან ბრძოლაში, შეიძლება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.

პირშუშხა

პირშუშხას წვრილად დაჭრილი ფესვი, გაციების საწინაარმდეგო ქმედითი საშუალებაა. მასში შემავალი ფიტონციდები ანადგურებენ ვირუსებს. შეიძლება დავამზადოთ პირშუშხას ნაყენი - 1 საშუალო ზომის ფესვი, წვრილად დავჭრათ და დავასხათ 1 ლიტრი არაყი. ეს ნაყენი შეიძლება გამოვიყენოთ კომპრესების, ან სავლების სახით. პირშუშხამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის და კანის გაღიზიანება, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ნიორი

მისი სასარგებლო თვისებები-ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ყოველ დღე დაღეჭოთ 1 კბილი ნიორი. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ნიორი მიიღეთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. ნივრის მიღების ეს მეთოდი გარდა გაციების პროფილაქტიკისა, აქვეითებს არტერიულ წნევას (მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიისას), ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

კიდევ უფრო მარტივია ოთახში ლამბაქზე განლაგებული წვრილად დაჭრილი ნიორის განთავსება. ნივრიდან გამოყოფილი ფიტონციდები, წარმატებულად ანადგურებს ვირუსების მრავალ სახეობას და პათოგენურ ბაქტერიებს, რაც გრიპის ეპიდემიის დროს ძალიან ძვირფასი თვისებაა. ნიორი უკუნაჩვენებია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

ხახვი

ხახვი შეიცავს ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებას და შეუძლია დაგვიცვას მავნე მიკროორგანიზმებისაგან. ყველაზე მარტივია, საკვებად მისი ხშირად გამოყენება მიღება.

ასკილი

თავად ასკილი გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალება არაა, მაგარამ პროფილაქტიკური მიზნით, ძალიან კარგია. ზამთარში რეგულარულად მოამზადეთ ვიტამინების ჩაი - 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მასში შედის ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური თაიგული, რის გამოც იგი ავიტამინოზისა და ნივთიერებათა ცვლის პროფილაქტიკის ბუნებრივი საშუალებაა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს