ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე" - მსოფლიო ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად ემზადება

ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე" - მსოფლიო ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად ემზადება

წელს "მის მსოფლიოს" მასპინძელი ქვეყანა ჩინეთია, სადაც 19 დეკემბერს ჟიური "მის მსოფლიო 2015"-ს გამოავლენს. "მის მსოფლიოს" რიგით 65-ე კონკურსში მონაწილეობას 110-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, მათ შორის არის 24 წლის ნუკა ყარალაშვილი, რომელიც კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

"მის საქართველოს" კონკურსი წელს ბათუმში გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 21 კონკურსანტი გოგონადან გამარჯვებული ნუკა ყარალაშვილი გახდა. ნუკას სიმაღლე 179 სმ-ია და იგი 16 წლიდანაა ჩართული მოდის ბიზნესში.

"მის საქართველო 2015-ის" გამარჯვებულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ტურიზმის განხრით.

ფოტოგალერეა: "მის მსოფლიო 2015"-ის მონაწილეები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს