ახალციხეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ შეხვედრა მესხეთის თეატრში გაიმართა. "ადამიანი, რომელმაც ბეჭებზე დადო ქურდული სამყარო" - ამ სიტყვებით გაიხსენეს ვანო მერაბიშვილი, რაზეც მესხეთის თეატრში შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ფეხზე წამოდგნენ და ვანო მერაბიშვილს ტაში დაუკრეს.
ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვდა. მან ახალციხელებთან მოკითხვა დააბარა.
"ვანომ ყველა მოგიკითხათ, მან მეცნიერულად დაასაბუთა თუ როგორ შეიძლება ჩვენი გამარჯვება. ვანო კარგად გამოიყურება, მხნედ, იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება და ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის", - განაცხადა შეხვედრაზე ვაჟა ჩიტაშვილმა.
ჩიტაშვილის ამ განცხადების შემდეგ, ვანო მერაბიშვილის დედამ, ჟენია მერაბიშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა.