როგორ ეხმაურებიან "კოკაინის საქმის" სკანდალს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან "კოკაინის საქმის" სკანდალს "ფეისბუქში"

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

იხილეთ| "კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

თემას "ფეისბუქით" ეხმაურებიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"5 კილო ჰეროინის რეალიზატორი შეიწყალეს, ასევე კილოგრამებით იყო ამოღებული კოკაინი, სხვა რეალიზატორისგან და ის რომ ვერ შეიწყალეს ზეწოლა ხორციელდებოდა. წესით, ორივე დეპუტატს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ მანდატი უნდა ჩამოერთვათ. "ბარიგების" ლობისტებს.

მოუხსენით ბრალი ყველას, ვისაც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით ასამართლებთ. გამოაცხადეთ ამინისტია, რომ თქვენებსაც უშველოთ. აირჩიეთ ბატობო ბიძინა, რომელი გირჩევნიათ. ან ყველა მატროსოვზე. ან არავინ".

კობა სუბელიანი:

"კი ვამბობდით რომ ამ უფასო აქტით რასაც ამნისტია ქვია, მაგარი ფული აკეთესთქო მაგრამ ვინ მიაქცია ყურადღება. პიჯაკის გახევაზე კი სამი ახლაგაზრდა ხელის აუკანკალებლად საციხედ გაწირეს.

წავა ახლა მომავალ საპარლამენტო სიაში მოხვედრის პრეტენზიის მქონეთა ჩაჩოჩება-ჩაწიხვლა, თან ძალიან ცივად, სუსხიანად, ცივსისხლიანად, დაუნდობლად ისე როგორც ეს ჩვევია კრემლს როცა აღარ ჭირდება გამოყენებული კადრები".

ნიკა ქავთარაძე:

"სულ ერთი წუთით თუ დავფიქრდებით, სულ ერთი წუთით, ეგრევე გავიხსენებთ, ვის უფლებებს იცავდდნენ ესეც, ბესელიაც და სხვა "ადვოკატებიც" წლების განმავლობაში.

ხოდა ეს წუთი, რომ გავა ეგრევე მივხვდებით იმასაც, როგორ შედგა "პოლიტ-პატიმრების" შთამბეჭდავი სია"

ნიკა გვარამია:

"ეს არის ზეგავლენით ვაჭრობა, სწორედ, და საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტიც - საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, რომლის დაცვაშიც ანაზღაურება მიიღე ან ხელფასის ან ჰონორარის სახით, ინტერესებს რომ ატარებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან.

ქალბატონ კობახიძეს პარლამენტის წევრის სტატუსი უნდა შეუწყდეს!

დანარჩენს გამოძიება იტყვის, პასუხისმგებლობის სხვა ფორმებს სასამართლო დაადგენს"

ირაკლი ვაჭარაძე:

"მანანა არჩილს ჯერ გაუბაზრეს და შემდეგ დაქამინგაუთდა.

მაინც გამალესბოსელეს, აცხადებს კანონმდებელი კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში"

იხილეთ ასევე: მანანა კობახიძე და ეკა ბესელია "კოკაინის საქმის" სკანდალში - დეპუტატები პირველ კომენტარს აკეთებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს