თუ თქვენ ოცნების ასრულება გსურთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მიბაძეთ იენ აშერის მაგალითს - გაყიდეთ თქვენი ცხოვრება.
მარკ ცუკერბერგის ბიზნესისა და "ფეისბუქის" ისტორიისგან განსხვავებით, აშერის ისტორია მისი უკმაყოფილებით დაიწყო - მას მოსწყინდა წინანდელი ცხოვრება, მუდმივი უფულობა და ერთფეროვნება და გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა ის, რაც პრინციპში არ სჭირდებოდა - საკუთარი ცხოვრება. აშერმა მოახერხა მისი გაყიდვა, თანაც - მთლიანად! იენი მუდამ ოცნებობდა ისეთ საინტერესო სამუშაოზე, რომელიც მოეწონებოდა, ასევე საკუთარ ოჯახზე, სადაც ის ეყვარებოდათ, თუმცა სამწუხაროდ, მას არც პირველი გააჩნდა და არც მეორე.
მცირე ისტორია აშერის შესახებ
50 წლის აშერს საკუთარი ბიზნესი არ ჰქონდა და პატარა მაღაზიაში ნოხებს ყიდდა. არადა, ნოხები მას სრულებით არ აღელვებდა. ცხოვრება ერთფეროვანი და უინტერესო იყო, ამასთან ცოლმაც მიატოვა, რამაც საბოლოოდ ამოაგდო კალაპოტიდან. იენი მიხვდა, რომ კარდინალური ცვლილებების დრო იყო და გარდამტეხი მომენტი დადგა. მან იდეალური გამოსავალი ნახა - საკუთარი ცხოვრება ეBაყ-ის პოპულარულ ინტერნეტ-აუქციონზე გაყიდა.
აშერმა განათავსა ლოტი, რომელშიც შედიოდა მისი სახლი, ავეჯი, ტექნიკა, მოტოციკლი, ავტომობილი, მოწყობილობა პარაშუტით ხტომისთვის, ჰიდროციკლი, სამსახური და მეგობრებთან ნაცნობობაც კი. ლოტის აღწერილობა კი ასეთი გახლდათ: "ჩემი ცხოვრება მომწყინდა. აღარ მჭირდება". ლოტის საწყისი ფასი სულ რაღაც 1 დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მსურველს, აუქციონის სხვა მონაწილეებისგან კონკურენციის უქონლობის შემთხვევაში იენის ცხოვრების გამოსყიდვა მხოლოდ 1 დოლარად შეეძლო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
აუქციონი 7 დღეს გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში ლოტის ფასი 305 ათას დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის დასრულების შემდეგ აშერი საკუთარი პასპორტისა და 305 ათასი დოლარი ნაღდი ფულის "ამარა დარჩა".