"ეს აღმოჩნდა ჩემი სათქმელი 2015 წლის მიწურულს" - ინგა გრიგოლიას ოპტიმისტური პოსტი

"ეს აღმოჩნდა ჩემი სათქმელი 2015 წლის მიწურულს" - ინგა გრიგოლიას ოპტიმისტური პოსტი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოპტიმისტურ პოსტს აქვეყნებს და თებერვლიდან ტელეეთერში დაბრუნებას კვლავ აანონსებს.

"თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გზა, რომელიც მოგიჭრეს, აღარ გრძელდება, ცდებით.... ეს გზა გრძელდება... წამით შეყოვნდით, წინ გაიხედეთ.... გადაუხვიეთ მარჯვნივ ან მარცხნივ და გზას აუცილებლად დაინახავთ!!!!!!!! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიტყვას ,რომელიც დაგიბლოკეს ,ვერავინ მოისმენს, ცდებით...// იპოვეთ ძალა და ხმამაღლა იყვირეთ ეს სიტყვა და აუცილებლად მოისმენენ გარშემომყოფები!!!!! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა თქვენგან დამოუკიდებლად, ცდებით - არაფერი მთავრდება, სანამ თქვენ გინდათ გაგრძელება!!!!!!! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებდით და გული გატკინეს, მიგატოვეს ყველაზე ახლობლებმა და ამის გამო ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ცდებით... გაიხედ-გამოიხედეთ გარშემო, შეერიეთ მათ, ვისაც პრობლემების მიუხედავად, მაინც ძალიან უყვარხართ და ისევ გაბედნიერდებით ადამიანური ენერგიით და სიყვარულით!!!!!!! მთავარია, ჩვენ გვინდოდეს გაგრძელება!!!..... მთავარია, ჩვენ გვინდოდეს სიცოცხლე და მთავარია, ჩვენ გვჯეროდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლე ყველაზე დიდი ბედნიერებაა და გრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ გვინდა ))))))) ხოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენი სათქმელი.

და ჩვენ დავიწყებთ პირველი თებერვლიდან... ისევ ნულიდან დიდი გეგმების იმედით ))))))))) ეს აღმოჩნდა ჩემი სათქმელი 2015 წლის მიწურულს ))))))) 2016-ში კი ისევ დავიწყებ!!!!!!!!", - წერს გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს