კოწახურს უფრო ხშირად ბუჩქოვან მცენარედ თვლიან, ვიდრე ხედ. კოწახური ფოთოლმცვენი, მაგრამ ამავდროულად ნახევრად-მარადმწვანე ბუჩქია. კოწახურის ხეს სხვაგვარად ,,კარამელის ხეს'' უწოდებენ.
1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილია
კოწახური მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოიძებნება ანტარქტიდისა და ავსტრალიის გარდა. განსაკუთრებითაა გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, ყირიმში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირანში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ყაზახეთში.
2. კოწახური ალკალოიდითაა გაჯერებული
ალკალოიდები აზოტშემცველი ორგანული ნაერთებია. ალკალოიდებად ითვლება კოფეინი, ეფედრინი, თეობრომინი და სხვა სხვა. ბუნებრივი ალკალოიდების მიღება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნურის, მაგალითად: ნოვოკაინის, აკრიქინის. კოწახურის ალკალოიდებში ბერბერინი სჭარბობს. ბერბერინი უმეტესწილად კონცენტრირებულია ფესვებში, შესაბამისად ფესვების
მიღებაც შეგიძლიათ. ფესვებს წყალი არ მიაკაროთ, რადგან ალკალოიდები წყალში იხსნება. კოწახური შეიცავს ვიტამინებს C- ს, K-სა და E-ს.
3. კოწახური დისკინეზიის წინააღმდეგ
აფთიაქში შეხვდებით კოწახურის ფოთლებს, ფესვსა და ქერქს. კოწახურისგან ამზადებენ შინაგანი სისხლდენების შემაჩერებელ წამლებს. კოწახური მშობიარობის შემდეგ დაზიანებულ ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება. დისკინეზიის დროს, ის არაჩვეულებრივი ნაღველმდენია. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის სადინრების შეკუმშვის დარღვევაა. კოწახური გაგანთავისუფლებთ ქოლეცისტიტისგანაც, ნაღვლის ბუშტში ანთებით კერას ჩააქრობს.