"გაიხსნა საშინელი რკინის კარი და... იაშკას კუბო..." - მსახიობ დათო იაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

"გაიხსნა საშინელი რკინის კარი და... იაშკას კუბო..." - მსახიობ დათო იაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

მსახიობ დათო იაშვილის (იაშკას) გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი, რომელსაც პოპულარობა არა მხოლოდ, სასცენო, არამედ კინოროლებმაც მოუტანა, 2008 წლის 16 დეკემბერს, ამსტერდამში გულის შეტევით გარდაიცვალა.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური მეგობრის გარდაცვალებისა და საქართველოში ჩამოსვენების ფაქტს იხსენებს და "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს წერს: "დიდთოვლობა იყო, დიიდი თოვლი იდო და ამ დიდ თოვლს ქმარივით ეწვა ზემოდან ყინვა... მივდივართ ამ გაუგებრობაში 4 მეგობარი აეროპორტში, ლევანიკო ზის ჩემს გვერდზე მაჭარაშვილი და სევდას გვიფანტავს, ხორთუმა სპილოს მეძახის. მივედით და.... გაიხსნა კარი, საშინელი რკინის კარი და... იაშკას კუბო... წამოვედით და ვხსნით, და ვხსნით და თურმე ცინკია შიგნით....საშინელ ხასიათზე ვარ ყველაფერი გამახსენდა! იაშკაა!!!", - წერს ბესო ზანგური.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს