"ბესელია-ხიდაშელი ბინძურ საქმეებს ჩადიან, ივანიშვილს მოვუწოდებ, გარიცხოს "ოცნებიდან" - რას ყვება ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების სიაზე

"ბესელია-ხიდაშელი ბინძურ საქმეებს ჩადიან, ივანიშვილს მოვუწოდებ, გარიცხოს "ოცნებიდან" - რას ყვება ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების სიაზე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე პოლიტპატიმართა სიიდან მისი ამოღების ფაქტს, ერთი მხრივ, ფინანსურ გარიგებაზე უარის თქმით და მეორე მხრივ, თინა ხიდაშელის ფაქტორით ხსნის.

როგორც მამალაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებთან სკაიპ-კონფერენციის დროს განაცხადა, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზია და კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ.

"ამ სიიდან ამოღება მოხდა შემდეგი გარემოებებით - 2012 წლის ნოემბერში, როდესაც განხილვები მიმდინარეობდა, ამას შემდეგ გარკვეული მინიშნებები მოჰყვა. კერძოდ, ჩემზე იყო გარკვეული მინიშნებები, რომ იცით რაა, კომისიაში საკითხი იხილება, მაგრამ თქვენთან გარკვეული ურთიერთობა უნდათ... მინიშნებები იყო მატერიალურ დაინტერესებაზე", - განაცხადა მამალაძემ.

მან არ დაასახელა თუ ვისი მხრიდან გაკეთდა ეს მინიშნება, თუმცა თქვა, რომ ეს პიროვნება ეკა ბესელიას ახლობელი იყო, ფოთიდან. მამალაძის თქმით, მას შემდეგ რაც ის ბიძნურ თამაშს არ ჩაჰყვა და ღია ეთერით განაცხადა, რომ არანაირ გარიგებაში არ შევიდოდა, სიიდან ამოიღეს.

"როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, ბესელიას გარემოცვის მხრიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ პირადად თინა ხიდაშელი ერეოდა საქმეში. როგორც კი დაინახეს, რომ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს ეს თემატიკა. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხიდაშელი მისული იყო ბიძინა ივანიშვილთან, მხოლოდ ცუდი ილაპარაკა ჩემზე და დააფიქსირა, რომ ჩემი სიაში შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან ჩამოვიდოდი და პოლიტიკურ პროცესებში ხელს შევუშლიდი", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის ზურგს უკან ამოფარებულები, ეკა ბესელიას თუ თინა ხიდაშელის სახით, ბიძნურ საქმეებს ჩადიან და ექს-პრემიერს მოუწოდებს, ადამიანები, რომლებიც მის სახელს ბღალავენ, "ქართული ოცნებიდან" გარიცხოს.

"ინტერპრესნიუსი"

გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."