"საბოლოოდ დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილი" ევროპის და ერთმორწმუნე მეზობლის შესახებ" - რეალური სტატისტიკა

"საბოლოოდ დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილი" ევროპის და ერთმორწმუნე მეზობლის შესახებ" - რეალური სტატისტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სხვადასხვა წყაროზე (www.unstats.un.org; www.ec.europa.eu; www.johnstonsarchive.net) დაყრდნობით მომზადებულ სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც განქორწინებების, აბორტების, ნარკომანიის, სექსუალური ძალადობისა და სხვა საინტერესო კატეგორიის მიხედვით გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და რუსეთის მონაცემებია მოყვანილი.

"დროა ერთად და საბოლოოდ დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილი" ევროპის და ოჯახური თუ მორალური ღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ერთმორწმუნე მეზობლის შესახებ.

რეალობა მთლიანად საპირისპიროა და თან ჯერადად!!!", - წერს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსეთს მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებს სხვა მონაცემის მიხედვითაც ადარებს:

"კიდევ ერთი ცოტა სახალისო სტატისტიკასაც შეგახსენებთ. ტრადიციულად ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვები აქვს შემდეგ ქვეყნებს:

ჩინეთი, იაპონია, საუდის არაბეთი, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, რუსეთი.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სავალუტო რეზერვი არის 365 მილიარდი აშშ დოლარი.

ამდენივე თანხა საბანკო ანგარიშებზე აქვს 3 ამერიკულ კომპანიას. ეფლს, მაიკროსოფტს და გუგლს.

ჩაფიქრებულისმაილიკი", - წერს ქადაგიძე.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ქადაგიძე წერს, ჩვენი რეზერვი - 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს