კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები

კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები

ლამაზი შეფუთვა და თავსმოხვეული ბევრისმთქმელი რეკლამა - სწორედ ამ ფაქტების დამსახურებით, ქალები ხშირად ყიდულობენ კოსმეტიკას, რომელმაც შესაძლოა, იმედები გაუცრუოთ. სამწუხაროდ, ხშირად მოვლის საშუალებები არ იძლევა დაპირებულ ეფექტს.

გაეცანით ქვემოთ მოცემული კოსმეტიკური პროდუქტების სიას და კარგად დაფიქრდით, სანამ მათ შეიძენდეთ. რატომ უნდა დავხარჯოთ უსარგებლო კოსმეტიკაზე, როცა მის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაცადი საშუალებები?

1. გაყოფილი თმის ბოლოები – ეს ლამაზი არ არის და იმდენად უსიამოვნოა, რომ მისი შეჭრა გვინდება. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ვერანაირი სპრეი, ზეთი და სხვა საოცარი საშუალებები ვერ უმკლავდება ამ პრობლემას.

2. ცელულიტზე გამარჯვება შესაძლებელია, თუკი რეგულარულად დავკავდებით სპორტით და სწორად ვიკვებებით. ანტიცელულიტური კრემი – მითია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია კანის დარბილება, კანის უსწორმასწორო ზედაპირს ის ვერაფერს უზამს.

3. ტონიკი, რომელსაც სახის დაბანის შემდეგ იყენებ, ძალიან იშვიათად არის ღირსეული პროდუქტი. შეარჩიე ის გონივრულად, ძალიან ბევრი დასაბანი საშუალება ჭუჭყს საფუძვლიანად აცლის კანს – ტონიკი კი პH-ბალანსის აღსადგენად არის საჭირო. ამ ფუნქციას შესანიშნავად ითავსებს დღის კრემი. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში ტონიკი – ზედმეტია.

4. შხაპის გელი ზედმეტად აშრობს კანს, აცილებს მას დამცავ ფენას. ასე რომ, აჯობებს, ის დამატენიანებელი (მაგალითად, ბავშვის) საპნით ჩაანაცვლოთ – უფრო იაფია და არ ვნებს კანს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს