საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიზა-ლიბერალიზაციის სამომავლო პროცესის ჩამონათვალს აქვეყნებს:
"ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს:
1. 18 დეკემბერი: დასკვნა
2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება
3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში
4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე
5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულიაციაში ცვლილებაზე
6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ
7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება
8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში", - წერს ბერძენიშვილი.