მსოფლიოს ძირადღირებული შამპანურები

მსოფლიოს ძირადღირებული შამპანურები

იშვიათია დღესასწაული, რომელსაც შამპანურის გარეშე აღნიშნავენ. შამპანური - იგივე შუშხუნა ღვინო მე-17 საუკუნეში საფრანგეთში შეიქმნა, თავდაპირველად იგი მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის მზადდებოდა, დღეს კი მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აწარმოებენ. თუმცა, არის განსაკუთრებული წარმოების შამპანურები, რომელიც სპეციალური შეკვეთით მზადდება. შესაბამისად, მაღალია მისი ფასიც.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების სია გამოაქვეყნა. მათ შორის პირველი ადგილი საფრანგეთში დამზადებულმა Dom Pérignon Mathusalem-მა დაიკავა, რომელიც 1996 წელს მხოლოდ 35 ბოთლი გამოვიდა და რომლის ღირებულებაც 49 000 დოლარია. მეორე ადგილზე კი Dom Pérignon Rosé გავიდა, რომელიც 1998 წელს აწარმოეს, ერთი ბოთლის ღირებულება 11 179 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილას 6 500 დოლარის ღირებულების კიდევ ერთი ფრანგული წარმოების შამპანური Armand De Brignac Brut Gold გავიდა. დეტალურად ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების სია შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოგალერეაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს