დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე ფეისბუქის პირად გვერდზე "მის საქართველო 2015", ნუკა ყარალაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით:
"შევეცდები მოკლედ დავწერო, თან ქართულად! დაახლოებით 8-9 წლის წინ კიკალაStudio-ში ერთ გოგონას შევხვდი. ჩემი ენის გამო ამ გოგონასთან მომივიდა პატარა უთანხმოება, რისიც ახლა ძალიან მცხვენია, ძალიან ვაწყენინე, შეიძლება ეს მისთვის დიდი სტიმულიც იყო, დროთა განმავლობაში გამოვასწორე შეცდომები და ამ გოგონასთან დავმეგობრდი. ის კონფლიქტის დღე არასდროს გაგვხსენებია, მაგრამ მე სულ მინდოდა მომეხადა ბოდიში! ალბათ იმ დროს ვერც ის და ვერც მე ვერ ვიფიქრებდით იმას, რომ ის Miss საქართველო 2015 იქნებოდა, ან მე ვიქნებოდი იქ სადაც ახლა ვარ. აი დღეს ერთადერთი მიზეზის გამო ჩამოვფრინდი ჩინეთის კუნძულ სანიაზე, აქ ვარ მხოლოდ ერთი დღით, რომ ვუგულშემატკივრო ამ გოგონას! დღეს მის მსოფლიოს ფინალზე დარბაზს დავანგრევთ! ნუკიტო ჩვენ აქ ვართ, შენს გვერდით! შენ ჩვენთვის უკვე გამარჯვებული ხარ! Go Nuka! Go Georgia!"- წერს ბიჭოლა ფეისბუქზე.