მოკვდი ჯანმრთელი! - მედიცინა კუბურად: პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა!

მოკვდი ჯანმრთელი! - მედიცინა კუბურად: პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა!

წარმოიდგინეთ სურათი: ექიმი მოდის თქვენთან სახლში და თითოეულ ბინადარს ყოველწლიურ შემოწმებას უტარებს, ზოგჯერ იძულებითაც კი...

სწორედ ასე ხდება კუბაზე, და შესაძლოა, ჯანდაცვის მსგავსი პრევენციული ზომები ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თურმე იგი საკმაოდ ნაყოფიერია.

რაც შეეხება ერის სიჯანსაღეს, კუბა ბევრად უსწრებს ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დაბალი და საშუალო შემოსავალი ფიქსირდება და ზოგჯერ გაცილებით წინაა მდიდარ ქვეყნებზეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ კუბა ჯანდაცვაზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე აშშ (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კუბას დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 431 დოლარს წარმოადგენს, აშშ-ის კი 8 553 დოლარს), კუბაზე ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე შტატებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - მეტი.

როგორ ახერხებენ ამას, და შეუძლიათ თუ არა სხვა, როგორც ღარიბ, ასევე მდიდარ ქვეყნებს, გამოიყენონ კუბური გამოცდილება? - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი, დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ.

იგი მაღალ დონეზე აფასებს ფაქტს, რომ კუბური მედიცინა აქცენტს პროფილაქტიკაზე აკეთებს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, მიბაძონ მათ მაგალითს.

კუბაზე უფასო, ყველასთვის ხელმისაწვდომია სამედიცნო მომსახურება; ეს ჩაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება და გარანტირებულია ხელისუფლების მიერ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს