რეზო გიგინეიშვილის "თვითმფრინავის ბიჭები" - ვინ თამაშობს მთავარ როლებს ქართულ-რუსულ პროექტში

რეზო გიგინეიშვილის "თვითმფრინავის ბიჭები" - ვინ თამაშობს მთავარ როლებს ქართულ-რუსულ პროექტში

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი "თვითმფრინავის ბიჭებზე" ფილმს იღებს. 1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარი ამბიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ამ ფაქტის მიმართ ინტერესი არ ნელდება. მხატვრული ფილმის - "მძევლები" სცენარი ლაშა ბუღაძეს ეკუთვნის. ფილმი საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა (Ink Film - რუსეთი ; 20 Steps Productions -საქართველო). "მძევლები" ეროვნული კინოცენტრის კოპროდუქციის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. გადაღებები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს, მომავალ წელს დასრულდება და პრემიერა 2017 წელს იგეგმება.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გეგა კობახიძის როლს ფილმში ირაკლი კვირიკაძე შეასრულებს (მსახიობ ნინო ქორიძის შვილი), თინა ფეტვიაშვილს კი მსახიობი თინა დალაქიშვილი. მიშა გომიაშვილი ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის როლშია, რომლის შვილიც თვითმფრინავის ბიჭების მეგობარია. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ავთო მახარაძე, მერაბ ნინიძე, დარეჯან ხარშილაძე (გეგას დედის, ნათელა მაჭავარიანის როლში), პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლს კი თემო ჭიჭინაძე შეასრულებს.

"პრაიმტაიმი"

თამარ შარმიაშვილი; მზეკო ჟვანია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება