"თბილისის მერია, თქვენ ხართ მათხოვრები!" - როგორ გამოიყურება საახალწლო "ჰუმანიტარული დახმარება"

"თბილისის მერია, თქვენ ხართ მათხოვრები!" - როგორ გამოიყურება საახალწლო "ჰუმანიტარული დახმარება"

ფეისბუქ-მომხმარებელი იაკო ანკავიჩი პირად გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ვაკის რაიონის გამგეობის "საახალწლო საჩუქარია" ასახული. შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, მესამედი ყველი და რამდენიმე კონსერვი - ასე გამოიყურება ფოტოზე ასახული საჩუქარი, რომელიც ვაკის ხანდაზმულმა მცხოვრებმა გამგეობისგან მიიღო.

"თბილისის მერია, ვაკის რაიონის გამგეობა თქვენ ხართ მათხოვრები! ომის ვეტერან კაცს, რომელიც 92 წლის ან მეტის არის, გამგეობაში დაიბარებ (იმასაც კი არ კადრულობ სახლში მიუტანო) საახალწლო საჩუქრის წასაღებად და ამ "ჰუმანიტარულ დახმარებას" აძლევ მეტი რა გქვია?!!!!

ან ჩურჩხელა არ გსმენია ან შოკოლადი, ან ერთი ბოთლი ღვინო იყოს რა ვიცი, მეოთხედი თავი აყროლებული ყველით და წიწიბურათი ულოცავ ახალ წელს? ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ფოტოზეც ჩანს მაგრამ კიდევ ერთხელ, მათხოვარი ხარ შენ დავით ნარმანია/David Narmania!!!" - წერს "ფეისბუქის" გვერდზე იაკო ანკავიჩი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს