რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა სპერმატოზოიდების ზედაპირზე

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა სპერმატოზოიდების ზედაპირზე

სპერმატოზოიდების ზედაპირზე მეცნიერებმა ბადურას პიგმენტების მონათესავე ცილები აღმოაჩინეს. ვეიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რა ეხმარება მამაკაცის სასქესო უჯრედებს განაყოფიერების პროცესში მიზნის მიღწევაში.

მაიკლ ეიზენბახმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ სპერმატოზოიდები საოცრად ნატიფ რეაგირებას ახდენენ განაყოფიერების არეალში ტემპერატურულ ცვლილებასა და კვერცხუჯრედის მიერ გამოყოფილ ქიმიურ სიგნალებზე.

მამაკაცის სასქესო უჯრედებს მეტად ნატიფი მგრძნობელობა აქვთ. მათ უმნიშვნელო ტემპერატურულ ცვლილებაზეც (გრადუსის მეათასედ ნაწილზე) კი შესწევთ რეაგირების უნარი. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს უნარი ოპსინის ცილებს უკავშირდება. ცნობილია, რომ ოპსინის ცილები მხედველობის ორგანოს ფუნქციობაში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთს - როდოპსინს ბადურა შეიცავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოპსინის ჯგუფის ცილები ადამიანის გარდა ვირთაგვების სპერმატოზოიდების ზედაპირზეცაა განთავსებული.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს