რა იწინასწარმეტყველა ნოსტრადამუსმა 2016 წლისთვის

რა იწინასწარმეტყველა ნოსტრადამუსმა 2016 წლისთვის

მიშელ დე ნოსტრადამი, უფრო ცნობილი, როგორც ნოსტრადამუსი, ფრანგი ფილოსოფოსი გახლდათ, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. სწორედ მან იწინასწარმეტყველა მრავალი ტრაგიკული შემთხვევა ისტორიაში, მათ შორის ძმები კენედების სიკვდილი, ჰიტლერის ძალაუფლების სათავეში მოსვლა, ნაპოლეონის მარცხი და მსხვილი ტერორისტული აქტები. 2016 წლისთვის ფილოსოფოსმა რამდენიმე საკვანძო მომენტი გამოჰყო.

ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში ნახსენები იყო, რომ 2013 წელს ბარაკ ობამა მოიგებდა არჩევნებს და ის იქნებოდა ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი.

ბუნებრივი კატაკლიზმები

ნოსტრადამუსი წერდა, რომ წყალი დედამიწას დაფარავდა. მისი თქმით, ჩვენ გველის უცნაური მოვლენები კოსმოსიდან.

ხანძარი ახლო აღმოსავლეთში

სპარსეთის ყურეს შესახებ მთავარი წინასწარმეტყველება გახლავთ ის, რომ ახლო აღმოსავლეთი ნავთობის დიდი ოდენობის გამო დაიწვება.

მყინვარების გალღობა

ნოსტრადამუსმა გლობალური დათბობა იწინასწარმეტყველა, რომელიც წყალდიდობებს გამოიწვევს.

რუსეთი დააბრუნებს მშვიდობას

თუ რუსები ევროპასთან და დასავლეთთან კოალიციაში არ იქნება ომის დაწყების წინ, ნოსტრადამუსის თქმით, ”სამხრეთის მეფე აკვილონიდან” (მინიშნება რუსეთზე) საბოლოოდ მშვიდობას დაამყარებს.

მომზადებულია horoscopes.rambler.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს